რატი იონათამიშვილი: ცინიკურია, როდესაც სიძულვილის ენაზე ლაპარაკობს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომლის ლიდერისა და პარტიის წევრების მხრიდან ხშირად გვესმის სიძულვილის ენა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, განსაკუთრებით ცინიკურია, როდესაც სიძულვილის ენაზე ლაპარაკობს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომლის ხელმძღვანლისა და პარტიის წევრების მხრიდან სიძულვილის ენა ხშირად ისმის.

მისი თქმით, სიძულვილის ენა მიმართულია არა მარტო ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ, არამედ –  დასავლელი პარტნიორების მიმართაც.

„განსაკუთრებით ცინიკურია, როდესაც სიძულვილის ენაზე ლაპარაკობს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომლის ხელმძღვანლისა და პარტიის წევრების მხრიდან ჩვენ ხშირად გვესმის სიძულვილის ენა არა მარტო ქალების მიმართ, არა მარტო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ, არამედ – ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართაც კი. ამიტომ თუ თვითონ აღიარებენ იმას, რომ სიძულვილის ენა არის ის, რასაც ისინი ძალიან აქტიურად გამოიყენებენ, იქნება ძალიან კარგი. სხვაზე მითითება, ვფიქრობ, რომ პირიქით, მათთვის წახალისებაა, რადგან კიდევ უფრო მეტად განავითარონ ის მავნე პრაქტიკა, რაც აქვთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ დღეს განაცხადა, რომ ბოლო დროს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანლობის, განსაკუთრებით კი საპარლამენტო ლიდერების მხრიდან ოპოზიციის მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ესმის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები