“მომზადებული სიუჟეტი “გადახარჯულ საწვავზე”, რომელიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსაც ეხებოდა, ციფრებით არაკეთილსინდისიერი მანიპულირებაა”

“2 ივლისს რამდენიმე ტელემაუწყებლის მიერ მომზადებული სიუჟეტი “გადახარჯულ საწვავზე”, რომელიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსაც ეხებოდა, რბილად რომ ვთქვათ, ციფრებით არაკეთილსინდისიერი მანიპულირებაა”, – ამის შესახებ განცხადებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

უწყების თქმით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გამოთქვამს ინფორმაციის მიწოდების მზაობას კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს არასდროს არცერთ ეტაპზე კანონით განსაზღვრული საწვავის ლიმიტისთვის არ გადაუჭარბებია. უფრო მეტიც, ბოლო თვეებში, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, თითქმის განახევრდა საწვავზე ლიმიტით მონიჭებული ხარჯვითი ნაწილი.

აქვე გვინდა, გაცნობოთ, რომ, ბენეფიციართა სოციალური და სამართლებრივი თანადგომის გარდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს განესაზღვრა ახალი ფუნქციები _ მოზარდ თაობაში ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების ასამაღლებლად დამატებითი ღონისძიებების გატარება და სახელმწიფოს მიერ დაანონსებული საერთო – სამობილიზაციო სისტემის რესურსებით უზრუნველყოფა.

მოთხოვნის შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენი სამსახური გამოთქვამს ინფორმაციის მიწოდების მზაობას კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში”, – ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები