მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ეუთო/ოდირის 27 რეკომენდაციიდან, 24-25 აბსოლუტურად არის შესრულებული

ყველა ნორმას შეიძლება მოუძებნო გარკვეული მხარე, რომელზეც შეიძლება თქვა, რომ ეს არის ხარვეზი – ეუთო/ოდირის 27 რეკომენდაციიდან, 24-25 აბსოლუტურად არის შესრულებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საარჩევნო კოდექსზე აშშ- ის საელჩოს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, საარჩევნო კოდექსში ეუთო/ოდირის პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია აისახა.

“ბუნებრივი იყო პოზიტიური გამოხმაურება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის პროცესი, რაც დღეს დაიდო საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები ყურადღებით დააკვირდებიან და მთავარი პასუხისმგებლობა აქ მოდის ხელისუფლებაზე , თუმცა, მხოლოდ ხელისუფლებაზე არა, ჩვენი ოპონენტი პარტიებიც უნდა იღებდნენ პასუხისმგებლობას, რომ მათ შეასრულონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი ნორმა ზედმიწევნით.

ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ ყველამ ერთად, რომ 31 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე აქამდე გვქონდა. რა თქმა უნდა, ყველა ნორმას შეიძლება მოუძებნო გარკვეული მხარე, რომელზეც შეიძლება თქვა, რომ ეს არის ხარვეზი, მე დეტალურად არ ვიცნობ, სამწუხაროდ, ამ განცხადებას. მაგალითად, შემიძლია, ვთქვა, მე თვითონ, რომ იყო ეუთო/ოდირის რეკომენსაციებში სიძულვილის ენასთან დაკავშირებული რეკომენდაცია, რომელთაც დაკავშირებითაც მედიის და ენჯეო სექტორის მხრიდან გამოითქვა სკეპტიციზმი, რომ ეს შეიძლება გამოყენებული იყოს სხვაგვარად, ამიტომ ამ ნაწილში გარკვეული ხარვეზი შეიძლება დარჩა შესრულებასთან დაკავშირებით. დანარჩენი ჩვენ ზედმიწევნით, პუნქტობრივად მივყევით ყველა რეკომენდაციას და შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ 27- დან 24-25 აბსოლუტურად არის შესრულებული, აბსოლუტური სიზუსტით და იყო 2-3 რეკომენდაცია, რომელიც პრაქტიკულად შესრულდა, იყო გარკვეული დეტალები, სადაც ენჯეო სექტორის, მედიის, მათ შორის, ოპოზიციის პოზიციაც გავითვალისწინეთ,”- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისათვის, აშშ- ის საელჩო პარლამენტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას ულოცავს, თუმცა, აღნიშნავს, რომ კანონში ზოგიერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი კვლავაც რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები