შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა იმ ამბულატორიული დაწესებულებების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებშიც აბიტურიენტებს შეუძლიათ PCR ტესტირება უფასოდ ჩაიტარონ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა იმ ამბულატორიული დაწესებულებების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებშიც გამოცდებში მონაწილეებს უფასოდ შეუძლიათ ჩაიტარონ PCR ტესტირება.

ამბულატორიული დაწესებულებების სიას,რომლებშიც აბიტურიენტებისთვის PCR ტესტირების ჩატარება მოხდება შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2165 .

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, თუ გამოსაცდელს აქვს სიცხე, იმისათვის, რომ დაიშვას გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს გამოცდამდე 2-3 დღის განმავლობაში გაცემული ცნობა, რომ არ არის კოვიდინფიცირებული.

იმის დასტურად, რომ პირი ნამდვილად მონაწილეობს 2020 წლის გამოცდებში, ამბულატორიულ დაწესებულებაში უნდა წარადგინოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები