ირაკლი კობახიძე: 8 მარტის შეთანხმება ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე შევასრულეთ, ისინი ვერ გაექცევიან პოლიტიკურ პასუხისმგებლობას

“8 მარტის შეთანხმება ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე შევასრულეთ, მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ის, რომ კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიციის მიზანი საკონსტიტუციო ცვლილებების “ჩაგდება” იყო.

“8 მარტის შეთანხმება შევასრულეთ ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე. მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ არ მონაწილეობდნენ ამ კენჭისყრაში. არაერთი ფაქტი ვიცი იმის თაობაზე, თუ როგორ ცდილობენ ისინი დეპუტატების გაწევას კენჭისყრიდან. ამ მცდელობების მიუხედავად, მოვახერხეთ და დამოუკიდებელ დეპუტატებსა და ორ ფრაქციასთან ერთად აღვასრულეთ პირნათლად 8 მარტის შეთანხმება. ისინი ვერ გაექცევიან პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმისთვის, რომ არ მიიღეს მონაწილეობა 8 მარტის შეთანხმების აღსრულებაში. მათი მიზანი ცალსახად იყო საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება. ისინი ხედავენ, რომ არჩევნებში შანსი აღარ აქვთ, მათი რეიტინგი მათთვისაც ცნობილია. შესაბამისად, ერთადერთი გზა მათთვის არის რადიკალიზაცია და რაღაც ხელმოსაჭიდს აძლევდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა, თუმცა ხედავთ, რომ ვერ მოახერხეს გეგმის განხორციელება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები