ლატვიის საელჩო თანამემამულეებს აფრთხილებს, რომ საქართველოს საზღვრები 1-ელ აგვისტომდე არ გაიხსნება

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის, ლატვიელი ტურისტებისთვის საქართველოს საზღვრები 1-ელ აგვისტომდე არ გაიხსნება.

ამის შესახებ საქართველოში ლატვიის საელჩოს Facebook გვერდზეა ნათქვამი.

საელჩო ტურისტებს აფრთხილებს, რომ ამ დრომდე საქართველოში შესვლა იქნება აკრძალული.

“უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ასევე, ლატვიელი ტურისტებისთვის საქართველოს საზღვრები 1-ელ აგვისტომდე იქნება ჩაკეტილი. ამ დრომდე ქვეყანაში მოხვედრა იქნება შეუძლებელი. საქართველოდან რეგულარული ავიაგადაზიდვები შეჩერებულია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები