მაიკ პომპეო: მივესალმებით საქართველოში მიმდინარე კვირაში მიღებულ საკონსტიტუციო რეფორმას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ეხმაურება.
„ჩვენ მივესალმებით საქართველოში მიმდინარე კვირაში მიღებულ საკონსტიტუციო რეფორმას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ პატივი სცენ ქართველი ხალხის ნებას და ქართველი ოფიციალური პირების დაპირებას საერთაშორისო დონეზე რეკომენდირებულ საარჩევნო რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს პომპეო.