“მეათე მოწვევის პარლამენტს მისი უფლებამოსილების შესვლის დღიდან ექნება საშუალება, ჰქონდეს ქვეყნის ძირითად კანონთან თავსებადი პარლამენტის რეგლამენტი და იყოს უფრო პროდუქტიული”
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები მეათე მოწვევის პარლამენტში ფრაქციები იქნებიან.
მისივე თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტს მისი უფლებამოსილების შესვლის დღიდან ექნება საშუალება, ჰქონდეს ქვეყნის ძირითად კანონთან თავსებადი პარლამენტის რეგლამენტი და იყოს უფრო რაციონალური და პროდუქტიული.
“მეათე მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა აღარ იქნება. იქნება საპარლამენტო ოპოზიცია და საპარლამენტო უმრავლესობა. ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები მეათე მოწვევის პარლამენტში იქნებიან ფრაქციები. იცვლება ფრაქციათა დაკომპლექტების წესი, მინიმუმ 7 დეპუტატია საჭირო, რომ ფრაქცია ჩამოყალიბდეს. ბლოკში შემავალი პარტიების მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრები მხოლოდ ერთ ფრაქციას შექმნიან. ბლოკის გარეთ დამოუკიდებლად წინასაარჩევნოდ მონაწილე პარტიების მიერ წარდგენილ დეპუტატებს აქვთ საშუალება, რომ მინიმუმ 7 დეპუტატის მოგროვების შემთხვევაში შექმნან ფრაქცია, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა.
მეათე მოწვევის პარლამენტს მისი უფლებამოსილების შესვლის დღიდან ექნება საშუალება, რომ, ერთი მხრივ, ჰქონდეს ქვეყნის ძირითად კანონთან თავსებადი პარლამენტის რეგლამენტი და, მეორე მხრივ – იყოს უფრო რაციონალური და პროდუქტიული”, – განმარტა მაჭარაშვილმა.