პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ზაზა აბაშიძე, გრიგოლ მურღულია და ბონდო მძინარაშვილი დაამტკიცა.
ზაზა აბაშიძის კანდიდატურას 98-მა დეპუტატმა მისცა ხმა. წინააღმდეგ არცერთი დეპუტატი არ წასულა. ბონდო მძრინარაშვილის კანდიდატურა 95 მომხრე ხმით 13 წინააღმდეგ დამტკიცდა. გრიგოლ მურღულიას კი 92-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და ერთი წინააღმდეგი იყო.
რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს, დოდო შონავას კანდიდატურის მომხრე 44 დეპუტატი იყო, ოთხი კი – წინააღმდეგი. კენჭისყრის კვორუმი იყო 76. შესაბამისად, დოდო შონავას კანდიდატურა არ დამტკიცდა.
ამ საკითხის კენჭისყრისთვის რიგგარეშე სხდომას „ევროპული საქართველოს“ წევრები დაესწრნენ.