ევროპარლამენტის წევრი, ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას ულოცავს.
როგორც კუბილიუსი “ტვიტერში” წერს, საქართველოს შესაძლებლობა აქვს, ევროპული ინტეგრაციის პროცესში მოწინავე ქვეყანა გახდეს.
„საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ცვლილებები პოლიტიკურ სისტემას უფრო მეტად პროპორციულს ხდის. გილოცავთ! შემდგომი ნაბიჯი – არანაირი პოლიტიზირებული მართლმსაჯულება! საქართველოს შესაძლებლობა აქვს, ევროპული ინტეგრაციის პროცესში მოწინავე ქვეყანა გახდეს”, – წერს ანდრიუს კუბილიუსი.