ანრი ოხანაშვილი: კიდევ ერთხელ მიმყარდება რწმენა, რომ მართლაც ჩაიარა “ნაცმოძრაობის” და მათი “კლასტერის” მატარებელმა

“კიდევ ერთხელ მიმყარდება რწმენა, რომ მართლაც ჩაიარა “ნაციონალური მოძრაობის” და მათი კლასტერის მატარებელმა. მათ ხელიდან გაუშვეს შანსი, რომ რაიმე ფორმით მაინც სახე შეენარჩუნებინათ და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარი დაეჭირათ, მაგრამ ნათელაშვილის გზას ადგანან და პარლამენტშიც ვეღარ მოხვდებიან”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

“რაც არ უნდა ისაუბროს სააკაშვილი- ბოკერია- რურუას “კლასტერმა” ნათელაშვილის ენით, მარგინალური ჯგუფია ჩამოყალიბებული თავიდან ბოლომდე. თავი მოიჭრეს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი, რომ თურმე მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროპორციული საარჩევნო სისტემა და ერთმანეთს არიან დარეულები და ვერ გადაუნაწილებიათ მაჟორიტარები. როგორ წარმოგიდგენიათ – პროპორციულ სისტემას უჭერდა ხალხი მხარს და მაჟორიტარებზე ჩხუბობენ? ერთი ამბავი აქვთ იქ, ნათელაშვილის ეზოში თუ ფანჩატურში გაჩაღებული. “ქართული ოცნება” ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხებს ამ ჯგუფს. ესაა მითი, რომ პროდასავლური ღირებულებები აქვთ, რეალურად კი დიპლომატს თავს ესხმიან, საკონსტიტუციო ცვლილებებზე კეკლუცობენ, რომ მხარს უჭერენ და შემდეგ არ დაუჭერენ, ეუთოს რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობენ და იქ ეთანხმებიან, მაგრამ ხვალ აღმოჩნდება, რომ არ დაეთანხმებიან, ამას ჰქვია სახელწოდება მარგინალური ჯგუფი” , – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები