პირველი ივლისიდან საქართველოსთვის ევროკავშირის საზღვრები გაიხსნება – სია შეთანხმებულია

ევროკავშირის ქვეყნებმა 14 ქვეყნის სია შეათანხმეს, რომელთა მოქალაქეებს 1-ელი ივლისიდან ბლოკის წევრ ქვეყნებში მგზავრობა შეეძლებათ.

BBC-ის ინფორმაციით, ესენია: საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ალჟირი, ავსტრალია, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი.

აღინიშნება, რომ საბერძნეთი და პორტუგალია სიის გაფართოების მომხრენი იყვნენ. ამასთან, გერმანია და ესპანეთი, რომლებიც პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ, გაცილებით მოკლე სიის შედგენის წინადადებით გამოვიდნენ, რომ დასაშვები ყოფილი იმ ქვეყნების მოქალაქეების გადაადგილება, სადაც დაავადების დაბალი მაჩვენებელია, კარგი სამედიცინო მომსახურება და სანდო სამედიცინო მაჩვენებლებია.

თავდაპირველად, სიაში 54 ქვეყანა იყო, მათ შორის, უკრაინა, თუმცა საბოლოო ნუსხაში ის ვერ მოხვდა ისევე, როგორც – რუსეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები