დავით ზალკალიანი: გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები შემოდიან, სიმართლეს არ შეესაბამება

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები შემოდიან, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, საზღვარს კვეთენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები.

„ვრცელდება სხვადასხვა სპეკულაცია, თითქოს, არის გამონაკლისები უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოშვებასთან დაკავშირებით. მინდა, დაგიდასტუროთ, რომ არანაირი გამონაკლისი არ არსებობს, საქართველოს სახმელეთო საზღვარს კვეთენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები