მხატვარი ნოდარ შავაძე გარდაიცვალა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს მხატვართა კავშირი, აჭარის ა.რ. მხატვართა შემოქმედებითი კავშირი და ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლა მხატვარ ნოდარ შავაძის გარდაცვალების შესახებ  ავრცელებენ  ინფორმაციას.
ნოდარ ზულალის ძე შავაძე იყო აჭარის ა.რ. დამსახურებული მხატვარი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, სამხატვრო სკოლის პედაგოგი, საპატიო წოდების „დიდასკალოს“-ის მფლობელი, საერთაშორისო პლენერებისა და სიმპოზიუმების მრავალგზის მონაწილე.

ნოდარ შავაძე დაიბადა 1950 წ. 9 აპრილს ხულოს რაიონის სოფ. ქედლებში.  1969 – 71 სწავლობდა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახ სამხატვრო სასწავლებელში;  1971 – 76 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტზე; 1977 წლიდან მონაწილეობს რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში. 1983 წელს მიიღეს სსრკ მხატვართა კავშირის წევრად;
1991 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია.

ჯგუფური და სხვადასხვა გამოფენა:

1980 წ. მოსკოვში აჭარის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა;
1987 წ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა;
1987 წ. რუსეთი, ნორილსკი. აჭარის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა;
1989 წ. ტრაპიზონი, აჭარის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა;
2015 წ. თურქეთი, ბურსა;
1999 წელს მიენიჭა აჭარის დამსახურებული მხატვრის წოდება..
2012 წლიდან მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო პლენერებში.
ნამუშევრები ინახება ბათუმში აჭარის მხარეთმცოდნეობათა მუზეუმებში. თბილისის მხატვრის სახლის ფონდში, დაბა ხულოს სურათების გალერეაში. აშშ-ის იუტის შტატში, გერმანიაში, თურქეთში, ავსტრიაში, კერძო კოლექციებში.
2018 წელს აჭარის ხელოვნების მუზეუმში  მხატვრის პირველი მასშტაბური გამოფენა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები