გიორგი გახარია: ახლა არც რეიტინგებისთვის მცალია, არც – წინასაარჩევნო კამპანიისთვის, 24 საათის მანძილზე გვაქვს სამუშაო, რათა ხალხს კრიზისისგან მიყენებული ზიანი შევუმციროთ

“მე ახლა არც რეიტინგებისთვის მცალია და ჯერ არც წინასაარჩევნო კამპანიებისთვის ან სიებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება კრიზისის ეკონომიკური შემადგენლობა.

„მერწმუნეთ, ხალხო, ტყუილად არ ვამბობ, არ მინდოდა ამაზე საუბარი, მართლა სერიოზული კრიზისის პირობებში ვცხოვრობთ. ძალიან კარგად გვესმის, რომ დღეს უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება კრიზისის ეკონომიკური შემადგენლობა. 24 საათის მანძილზე გვაქვს სამუშაო, რათა საქართველოს თითოეული მოქალაქის ოჯახს ის ზიანი, რაც კრიზისმა მიაყენა, რომ ადამიანებს უბრალოდ ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ,  სასწრაფოდ აღვადგინოთ და ამას სჭირდება სერიოზული, კონცენტრირებული მუშაობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები