სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

„მთავარი არხის” ერთერთი მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.

გიორგი რურუასთვის აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა.
აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და განმარტა, რომ მოწმის დღევანდელი დაკითხვით არანაირი სიახლე არ გამოკვეთილა და კვლავ არსებობს საფრთხეები.

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის განმარტებით, დღეს დაკითხული მოწმის ჩვენებას შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში შეაფასებს. მისივე განმარტებით, ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რომ ბრალდებულის მიმართ შეფარდებული ყველაზე მკაცრი ღონისძიება გირაოთი შეიცვალოს.

ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები