გიორგი გახარია: 2019 წელს საქართველოდან 94 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანეს – ეს იყო რეკორდული წელი საქართველოდან ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით

“2019 წელი იყო რეკორდული საქართველოდან ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოდან 2019 წელს 94 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანეს. სოფლის მეურნეობის მიმართულებებზე საუბრისას გიორგი გახარიამ ასევე ყურადღება გაამახვილა დაცულ ტერიტორიებზე.

„მინდა, აღვნიშნო სოფლის მეურნეობის მიმართულებით, დაცული ტერიტორიების თვალსაზრისით, ის ნაბიჯები, რომლებსაც სამინისტრო დგამს. დღეის მდგომარეობით, რეალურად, 200 000 ჰექტარზე მეტ დაცულ ტერიტორიებს აქვს ან ახალი სტატუსი დაცული ტერიტორიების ან მისი სტატუსი არის გამკაცრებული. 2019 წელი იყო რეკორდული საქართველოდან ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით. საქართველოდან 2019 წელს გაიტანეს 94 მილიონი ბოთლი ღვინო, რომლის შემოსავალი ქვეყნის მოსახლეობისთვის იყო 240 მლნ. აშშ დოლარი. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომელსაც თავისი ეკონომიკური ძალა ჰქონდა”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები