მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევის წყარო არსებულ დაავადებულებთან კონტაქტებია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია.

„საქართველოში იყო 917 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა მხოლოდ ორი ახალი შემთხვევა და გვყავს 919. გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა ოთხით და ამჟამად არის 780. ორი ახალი შემთხვევა ცნობილი წყაროებია, არსებულ დაავადებულებთან კონტაქტები არიან. მთავარია, წყარო ცნობილია, როცა წყარო ცნობილია, ის იმართება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, კოვიდცენტრებში 125 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს – კლინიკას გუშინ ახალი შემთხვევა არ დამატებია. ამ ეტაპზე, თბილისის ინფექციურში კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტი მკურნალობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები