დიმიტრი ხუნდაძე: არის კლინიკები, სადაც არ ხდება სტანდარტების დაცვა და ზოგჯერ სარისკო ხდება, რომ პაციენტმა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიიღოს

არის კლინიკები, სადაც არ ხდება სტანდარტების დაცვა და ზოგჯერ სარისკო ხდება, რომ პაციენტმა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიიღოს , – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები სავარაუდო გადაცდომების კვალს შლიან, როდესაც რეგულირების სააგენტო მათ შემოწმებას გეგმავს.

„არის კლინიკები, სადაც არ ხდება სტანდარტების დაცვა და ზოგჯერ სარისკო ხდება, რომ პაციენტმა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიიღოს. შესაძლოა, გარკვეული გადაცდომა სიცოცხლის ხელყოფის ტოლფასიც კი გახდეს. ამიტომ მაკონტროლებელი ორგანოს და სერვისის მიმწოდებლის პასუხისმგებლობაც ორიენტირებული უნდა იყოს შედეგზე, რომ იქნას ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება და მაღალი ხარისხი. იყო შემთხვევები, როდესაც მაკონტროლებელი ორგანო სამედიცინო დაწესებულების შესამოწმებლად შედიოდა სასამართლო გადაწყვეტილებით. ეს უკვე ცნობილი ხდებოდა იმ ობიექტისთვის, რომლის შემოწმებაც იგეგმებოდა და ზოგჯერ ხდებოდა გარკვეული ქმედებები, რომელიც შლიდა კვალს გადაცდომის მიზეზის ობიექტურად დასადგენად“, – განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები