საქართველოს ზამთრის კურორტები ევროპელი ინფლუენსერების ობიექტივში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთიდან, იტალიიდან და შვედეთიდან მოთხილამურე ბლოგერებს უმასპინძლა. ტურის 5 მონაწილე გურიაში ბახმაროს, სვანეთში კი მესტიასა და უშგულს ესტუმრა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოთხილამურე ინფლუენსერებმა გურიისა და სვანეთის მთებში ისრიალეს, საქართველოს ზამთრის ტურისტული კურორტების შესახებ ვიდეორგოლები, სთორები და პოსტები მოამზადეს, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა. მომზადებულ მასალას კი ასიათასობით გამომწერი ეცნობა.
ტურის მიზანია საქართველოს ზამთრის ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა.