ქართველი მეცოსოპრანო, ქეთევან ქემოკლიძე კარმენს მისსავე სამშობლოში – სევილიაში იმღერებს

24 ივნისს სევილიის მაესტრანცას საოპერო თეატრმა მომდევნო წლის სეზონი და დაგეგმილი სპექტაკლები ოფიციალურად დააანონსა.

აღსანიშნავია, რომ სეზონის დახურვაზე 2021 წლის მაის-ივნისში იმღერებს ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე. ის ამჯერად შეასრულებს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სევილიელი ქალის – კარმენის როლს მისავე სამშობლოში. ქეთევან ქემოკლიძე პირველი ქართველი მომღერალი იქნება, რომელიც კარმენს ისტორიულ და მშობლიურ ქალაქში შეასრულებს, სევილიის ოპერის გენერალური დირექტორის ხავიერ მენენდესის მოწვევით.

სპექტაკლის რეჟისურა ლეგენდარულ ესპანელ რეჟისორს ემილიო სახის ეკუთვნის.

ქეთევან ქემოკლიძე კარმენის როლის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება და მას ეს პარტია მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე აქვს ნამღერი.

ქეთევან ქემოკლიძე, კულტურა, კარმენი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები