ნათია თურნავა: რეგულარული ფრენების აღდგენა შესაძლოა, ივლისის ბოლომდე გადაიდოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რეგულარული ფრენების აღდგენა შესაძლოა, ივლისის ბოლომდე გადავადდეს.

მისი თქმით, რეგულარული ფრენების აღდგენა მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენები შეზღუდვის გადაწევა, ალბათ, ივლისის ბოლომდე, თუმცა ჩარტერული ფრენები დღესაც ხორციელდება და ივლისშიც განხორციელდება. პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება არ იქნებოდა, ახლავე სრული მასშტაბით რომ გაგვეხსნა რეგულარული ფრენები”, – განაცხადა თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები