ვალერიან სიდამონ-ერისთავი – ბაქოს სერიიდან
26 ივნისს, 13:00 საათზე ჩუბინაშვილის ცენტრი მართავს შეხვედრას, რომელიც ქართველი მხატვრის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის შემოქმედებას, კონკრეტულად კი ბაქოს სერიას მიეძღვნება.
მომხსენებელი: თემურ ქანთარია-ჯაბადარი.
„XX ს.-ის I ნახ. მოღვაწე ქართველ მხატვართა შემოქმედება სტალინურ ეპოქის ნიშნულქვეშ მოექცა. „სოციალისტური რეალიზმი“, პარტ. ისტორია, რეჟიმის პროპაგანდა… ამ თემატიკის ნამუშევრები აქტიურად იფინებოდა საკავშირო მასშტაბით და იბეჭდებოდა კატალოგებად, წიგნებად თუ ღია ბარათებად.
საინტერესოა, რას გულისხმობდა ბელადთა რევოლუციური ისტორია? როგორ მიეწოდებოდა ის ხალხს? და რა როლი ეკისრებოდა ამ ყოველივეში მხატვარს?
აღნიშნული მოხსენების თემაც სწორედ ერთი მხატვრული ნაწარმოების შექმნის ეპოქისეული კონტექსტის რეკონსტრუირების მცდელობაა – აგებული ისტორიული მასალის კომპილაციასა და ნამუშევართა სტილისტური ანალიზის საფუძველზე“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დასწრება (ჩართვა) თავისუფალია, მოხსენება ჩატარდება ონლაინრეჟიმში, zoom/ზუმის აპლიკაციის საშუალებით, დაყოფილი სამ (40 წუთი) სესიად.
დეტალურად იხილეთ: ჩუბინაშვილის ცენტრი/Chubinashvili Centre