კახა კალაძე: მეტროში მიმდინარე სამუშაოები პანდემიის გამო შეფერხდა და ის დათქმულ ვადაზე სამი თვით გვიან დასრულდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროში მიმდინარე სამუშაოები კორონავირუსის პანდემიის გამო შეფერხდა და ის დათქმულ ვადაზე სამი თვით გვიან დასრულდება.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში მზად იქნება პროექტი, რომელიც ვარკეთილის მეტროში განხორციელდება.

„მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იყო და იმ რეჟიმით ვერ მიმდინარეობდა მუშაობა. საზღვრები იყო ჩაკეტილი და აგრეგატები უნდა ჩამოსულიყო უცხოეთიდან. ეს არის გამნიავებელი სისტემა, დაახლოებით, 30 გამნიავებელი სისტემა უნდა ჩამოვიდეს და ამან გარკვეული შეფერხება გამოიწვია და სამი თვით გვიან დასრულდება სამუშაოები.

პრობლემა, რომელიც დღეს აქტიურად განიხილება, ეს არის ვარკეთილის მეტროს ჩამონგრეული ჭერი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. უახლოეს მომავალში პროექტი გვექნება მზად და შესაძლებელი იქნება სამუშაოების განხორციელება. ასევე, მეტროში „გოცირიძე“ გვყავს გამარჯვებული კომპანია და დაიწყება სამუშაოების განხორციელება.

პანდემიის გამო, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეც ვერ მიმდინარეობდა სამუშაოები ისეთ რეჟიმში, როგორც უნდა ყოფილიყო და როგორც მიმდინარეობდა წლის დასაწყისში, თუმცა ზაფხულის ბოლოს დამთავრდება სამუშოები. აქ მთლიანად ხდება მოწესრიგება წინ არსებული შადრევნებისა, რომლებიც იყო უმძიმეს მდგომარეობაში, ასევე, ფილები მთლიანად იქნება შეცვლილი და კეთდება გამწვანების ახალი თარგები“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები