მიხეილ სააკაშვილი: ჩემი ოჯახისთვის КГБ -სთან რაიმე სახის შეხება სირცხვილად ითვლებოდა
,,ჩემი ოჯახისთვის КГБ -სთან რაიმე სახის შეხება სირცხვილად ითვლებოდა. მახსოვს, ჩვენი ნათესავი ცოლად გაყვა მოქმედ КГБ – ს თანამშრომელს და ეს ოჯახისთვის დიდი სირცხვილი იყო”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.
,,ჩემმა ბაბუამ ერთხელ სახლში КГБ-ს გენერალი მოიყვანა, რომელიც შორეული ნათესავი იყო და მთელი ოჯახი 2 კვირას აღარ ველაპარაკებოდით.
ბაბუა სამედიცინო ინსტიტუტის დამფუძნებელი და რექტორი იყო. მეორე ბაბუა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში პრორექტორი იყო. როგორც მახსოვს, პარტიაშიც კი არ იღებდნენ. ჩემი ბაბუები საბჭოთა რეჟიმთან ახლოს არ იყვნენ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.