„აკაკი წერეთლის 180 წლისთავი და თანამედროვე ქართული სინამდვილე“ – ონლაინსაღამო
24 ივნისს, 18:00 საათზე, ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტში დიდი ქართველი მწერლის და მგოსნის, აკაკი წერეთლის დაბადებიდან 180 წლისთვისადმი მიძღვნილი ონლაინსაღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრის თემაა: „აკაკი წერეთლის 180 წლისთავი და თანამედროვე ქართული სინამდვილე“.
მოხსენებები:
„აკაკი წერეთლის პოლემიკა ნიკო მართან“ (მომხსენებელი – პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი);
„აკაკი და ცენზურა“ (მომხსენებელი – პროფესორი მანანა ქაჯაია);
„აკაკი წერეთელი და ქართული ჟურნალისტიკა“ (მომხსენებელი – ასოცირებული პროფესორი სოფიკო კვანტალიანი);
„აკაკისა და ვაჟას პოეტური გაპაექრების ენობრივ-სტილისტური რეგისტრები“ (მომხსენებელი ასისტენტ პროფესორი (გურამ გვენეტაძე).