ლიეტუვამ ივლისიდან საქართველოსა და უკრაინასთან შესაძლოა, ავიამიმოსვლა განაახლოს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, ივლისიდან საქართველოსა და უკრაინასთან შესაძლოა, ავიამიმოსვლა განახლდეს.
“1-ელი ივლისიდან, სავარაუდოდ, შენგენის ზონის ფარგლებს გარეთ მარშუტები გაიხსნება, მაგრამ ამის გაკეთება მასობრივად არასწორი იქნებოდა – ასეთი რამე ნამდვილად არ მოხდება. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსა და უკრაინასთან შევძლებთ ურთიერთობის აღდგენას, როგორც ისრაელთან წარმოგვედგინა, თუმცა იქ ბოლო დროს ვითარება გაუარესდა”, – თქვა მინისტრმა.
ლინკევიჩუსის თქმით, ლიეტუვა იყენებს კრიტერიუმს 100 ათას მოსახლეზე კორონავირუსის არაუმეტეს 25 ინფიცირებულისა, ამიტომ ქვეყანაში, ჯერჯერობით, არ უშვებენ შვედეთის, პორტუგალიისა და ბრიტანეთის მოქალაქეებს.
რაც შეეხება ევროკომისიის მოწოდებას, რომ ივლისიდან საზღვრები იყოს გახსნილი, ლინკევიჩუსი ამბობს, რომ ეს მხოლოდ რეკომენდაციაა.
თავის მხრივ, ლიეტუვაში ჩასვლა 28 ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ, ესენია: რუმინეთი, პოლონეთის, ბულგარეთი, ნიდერლანდები,. ბელგია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, მალტა, დანია, ესპანეთი, იტალია,ჩეხეთი, ესტონეთი გერმანია, ავსტრია, ირლანდია, ნორვეგია, ფინეთი, შვეიცარია, ისლანდია, საბერძნეთი, კვიპროსი, სლოვენია, ლატვია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ხორვატია და ლიხტენშტაინი.