25 ივნისიდან თელავის ისტორიული მუზეუმი მუშაობას განაახლებს

25 ივნისიდან მუშაობას იწყებს თელავის ისტორიული მუზეუმი.
მუზეუმის ინფორმაციით, I – ეტაპზე ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, ნახონ მეფის სასახლე მემორიალი და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა ნაგებობები (კარის  ეკლესიები, მეფის აბანო, არჩილის კოშკი).

„რაც შეეხება დანარჩენ საგამოფენო სივრცეებს, კვლავ დაკეტილი იქნება დამთვალიერებლებისთვის, ვინაიდან ახალი მუზეუმის ეთნოგრაფიის და სამხატვრო გალერეის საექსპოზიციო დარბაზები განთავსებულია მიწისქვეშ, დახურულ სივრცეში, ამიტომ ახალი რეგულაციების მიხედვით იქ კონდიციონერების ჩართვა იკრძალება, რადგანაც საკონდიციო სისტემა ჰაერს იღებს არა გარედან, არამედ არსებული დარბაზებიდან.
არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები.
ყველა მომსვლელი ვალდებულია, თან ჰქონდეს პირბადე.
პირბადის გარეშე დაიშვებიან მხოლოდ 6 წლამდე ბავშვები და პირები, რომლებიც პირბადით სუნთქვის პრობლემასთან დაკავშირებით წარმოადგენენ ექიმის მიერ დამოწმებულ სამედიცინო ცნობას“, – აღნიშნულია თელავის ისტორიული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები