23 ივნისი კინორეჟისორ რამაზ (ბუბა) ხოტივარის დაბადების დღეა

23 ივნისი კინორეჟისორის, სცენარის ავტორისა და პროდიუსერის – რამაზ (ბუბა) ხოტივარის დაბადების დღეა. მას 74 წელი შეუსრულდა.
დაიბადა 1946 წლის 23 ივნისს თბილისში.
დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი; მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის (ВГИК) კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის” კინორეჟისორად. 1986-1991წწ. ხელმძღვანელობდა „ქართული ფილმის” ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანება „ადამ და ევას”. 1988-1992წწ. იყო საქართველო-ინგლისის ერთობლივი ფირმა „მთვარის გლობუსის” გამგეობის წევრი და დირექტორი, ხოლო 2004-2006წწ. კინოსტუდია „მემატიანეს” დირექტორი.
როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: „ისლამი საქართველოში”, „ლეხაიმ!”, „მარკოზის სახარება”, „ლაზარეს თავგადასავალი” (ქართლოს ხოტივართან ერთად), „დიმიტრი II”, „ჩირიკი და ჩიკოტელა“.
არის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები