დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი ღიაა

ეროვნული მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის დმანისის მუზეუმ-ნაკრძალზე აქვეყნებს ინფორმაციას.
თბილისიდან 85 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი. ეს არის უნიკალური ადგილი საოცარი აღმოჩენებით, რომლებმაც შეცვალეს კაცობრიობის ისტორია და პირვანდელი მოსაზრებები ჰომინინების აფრიკიდან ევრაზიაში განსახლების შესახებ. აქ აღმოჩენილი ჰომინინებისა და ცხოველთა განამარხებული ნაშთები და ქვის იარაღები 1.8 მილიონი წლით თარიღდება. არსად მსოფლიოში, აფრიკაშიც კი არ არის აღმოჩენილი ასეთი მრავალფეროვანი, ამ ასაკის კოლექცია ერთ არქეოლოგიურ ძეგლზე.
მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე შუა საუკუნეების მრავალფეროვან, მატერიალური კულტურის ძეგლებსაც იხილავს დამთვალიერებელი.

რეკომენდაციები დამთვალიერებლებისთვის: https://bit.ly/37KzzH8
ბილეთის ფასები: https://bit.ly/312mHeg

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები