„უძველესი არქიტექტურული შედევრები“ – ელლორეს ერთ კლდეში ნაკვეთი ტაძარი

რუბრიკით „უძველესი არქიტექტურული შედევრები“ „საყდრისის კომიტეტის“ ფეისბუქგვერდი ინდოეთის სოფელ ელლორეს უნიკალური  ტაძრის ფოტოებს აქვეყნებს.
ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში მდებარეობს სოფელი ელლორე, რომელიც აგერ უკვე ათასი წელია მსოფლიოს თავისი უნიკალური ტაძრებით აოცებს.
ელლორეს კაილასანატჰას ტაძარი განუმეორებელი არქიტექტურული ქმნილებაა და ის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ მონოლითურ კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც ერთ კლდეშია ნაკვეთი.
ღმერთ შივას ტაძრის მშენებლობა VIII საუკუნეში დაიწყო და 150 წელი გრძელდებოდა, მშენებლობა, რომელზეც  7 000 ოსტატი მუშაობდა, 968 წელს დასრულდა. ამ ხნის მანძილზე 200 000 ტონა ქვა გამოიკვეთა. ტაძრის სიგრძე 55 მეტრია, სიგანე 36 მეტრი. ტაძრის გარდა, კლდეში ნაკვეთია თავად მისი ეზოც, რომლის ცენტრშიც მდებარეობს კაილასანატჰას ტაძარი.
1983 წლიდან ელლორეს შივას ტაძარი იუნესკოს კულტურული მემკვიდროების ნუსხაშია და მას დღესაც აუარებელი მომლოცველი თუ ტურისტი სტუმრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები