სათხის მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები განახლდა

„საყდრისის კომიტეტის“ წევრებმა, მონიტორინგის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სათხის მონასტრის (VIII-XI საუკუნე) სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
„საყდრისის კომიტეტის“ ინფორმაციით, ის სათხის მონასტერზე 2017 წლიდან ზრუნავს და მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები, სწორედ „საყდრისის კომიტეტის“ აქტივისტების ინიციატივით, 2018 წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობს.
„სამწუხაროდ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კარანტინის გამო მონასტერზე სამუშაოების მესამე ეტაპი დაგვიანებით დაიწყო, თუმცა უკვე გაწმენდილია მონასტრის ეზო, დაყენებულია ხარაჩოები და მიმდინარეობს აღმოსავლეთ მინაშენის კედლის გადაწყობა.
წელს დაგეგმილია ტაძრის ყველა მინაშენის ამოყვანა, შიგნით გაღებული კედლის კონსერვაცია (რაც ძალიან რთულ პროცესს წარმოადგენს), კონკისა და სარკმლის გამაგრება (ყველაფერი კეთდება კონკის შესანარჩუნებლად), და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – რესტავრატორების ზედამხედველობით დაიწყება ქვების მარკირება, გადაწყობა, ასევე გაბზარული ქვების შეწებება, ადგილზე დაბრუნება და კირ-დუღაბით შევსება“, – აღნიშნავენ „საყდრისი კომიტეტში“.
სათხის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალ წელსაც გაგრძელდება. „საყდრისის კომიტეტს“ დაწყებული აქვს, ასევე,  კონსულტაციები სამომავლოდ მონასტრის გარშემო ნამოსახლარის არქეოლოგიურ შესწავლაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები