ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ გაიხსნა

ეთნოგრაფიული მუზეუმი გაიხსნა – ის დამთვალიერებელს განახლებული დროით, ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00-დან 21:00 საათამდე უმასპინძლებს. ბოლო ვიზიტორი დაიშვება 20:30 საათზე.
ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღია ცის ქვეშ, საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული და ეთნოგრაფიული ნიმუშებია თავმოყრილი. მუზეუმი, რომელიც 52 ჰექტარზეა წარმოდგენილი და საქართველოს პატარა მოდელს ქმნის, 1966 წელს ცნობილმა ეთნოგრაფმა გიორგი ჩიტაიამ დააარსა. მუზეუმი წარმოგვიდგენს ქართლ-კახეთის, ხევსურეთის, სვანეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთის, სამაჩაბლოს, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმისა და მესხეთ-ჯავახეთის ტრადიციულ არქიტექტურას, ადათ-წესებსა და კულტურას.
რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის: https://bit.ly/37KzzH8
ბილეთის ფასები: https://bit.ly/3fzi1QS

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები