ეკა ჩხეიძესთან ონლაინშეხვედრა

22 ივნისს, 18:00 საათზე, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ფეისბუქგვერდზე  მსახიობ ეკა ჩხეიძესთან ონლაინშეხვედრა გაიმართება.
„ძვირფასო მაყურებლებო, შეხვედრა იქნება ინტერაქტიული. ონლაინრეჟიმში. შეგეძლებათ, კითხვა დაუსვათ მსახიობს და მასთან ერთად იმსჯელოთ როგორც მის როლებზე, ასევე თუმანიშვილის თეატრის აწმყოზე (თუ ვინმეს აინტერესებს, წარსულზეც/, და რაც მთავარია, მომავალზე. იმედია, ერთად გადავიტანთ ამ რთულ პერიოდს და მალე შევხვდებით ჩვენს პატარა, ლამაზ და განსაკუთრებულ თეატრში“, – აღნიშნულია თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ბმული: Tumanishvili Film Actors Theatre თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები