აკაკი წერეთლის დაბადებიდან 180 წლისთავისადმი მიძღვნილი დისტანციური სამეცნიერო კონფერენცია

22 ივნისს, 11 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის დაბადებიდან 180 წლისთავისადმი მიძღვნილი დისტანციური სამეცნიერო კონფერენცია.
ორგანიზატორების ინფორმაციით, უნივერსიტეტის პროფესურასთან ერთად, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები.

კონფერენციის პროგრამა:

შესავალი სიტყვა – პროფ. როლანდ კოპალიანი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

სხდომის თავმჯდომარეები:
ასოც. პროფ. ლუკა დვალიშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
პროფ. ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მოხსენებები:

პროფ. ლადო მინაშვილი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი – ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ლიტერატურულ ურთიერთობათა ისტორიიდან.

პროფ. ავთანდილ ნიკოლეიშვილი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – აკაკი წერეთელი და ოსმალობის დროინდელი აჭარა.

პროფ. მალხაზ ჩოხარაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – აკაკი წერეთელი – საიუბილეო მილოცვები ბათუმიდან.

ასოც. პროფ. ლუკა დვალიშვილი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – აკაკი და არჩევნები.

პროფ. სულხან კუპრაშვილი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ისტორიული რეალიები აკაკის „ბაში-აჩუკში“.

პროფ. ტარიელ ფუტკარაძე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი – აკაკი წერეთლის „ჭრელი“ და „შავი“ ფიქრების შესახებ.

პროფ. რუსუდან საღინაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – აკაკი წერეთელი და სალიტერატურო ენის ერთიანობის საკითხები.

პროფ. ნესტან კუტივაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – გზის პარადიგმა აკაკი წერეთლის შემოქმედებაში.

პროფ. ომარ გვეტაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – აკაკი წერეთლის რუსთველოლოგიური შეხედულებანი.

ასოც. პროფ. ნინო ფხაკაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – მეტაფორის პრაგმატიკა აკაკი წერეთლის მხატვრულ დისკურსში.

ასოც. პროფ. ირინა ჩაჩანიძე, ასოც. პროფ. ნატო წულეისკირი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ქალები წარსულიდან: ქართული სალიტერატურო ენისადმი დამოკიდებულების პრობლემა (აკაკი წერეთლის პუბლიცისტური წერილების მიხედვით).

ასოც. პროფ ზეინაბ კიკვიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ისტორიული ქრონოტიპი აკაკი წერეთლის თხზულებებში.

ასოც. პროფ. ლელა ჩოგოვაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – „ცოდვათა ჩუენთა“ სინანულის განცდა აკაკი წერეთლის პოემა „გამზრდელსა“ და იაკობ ხუცესის თხზულება „შუშანიკის წამებაში“.

ასოც. პროფ ნორა ნიკოლაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – აკაკი და რელიგია.

ასოც. პროფ. თამარ ახვლედიანი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – აკაკის ბრძოლა საავტორო უფლებებისთვის.

ასოც. პროფ. გია ხოფერია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი -ზოგიერთი ეპიზოდი ევროპაში ალექსი წერეთლის მოღვაწეობიდან.

ასოც. პროფ. ეკა დადიანი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – დიალექტური ლექსიკისათვის აკაკის პროზის მიხედვით.

ასოც. პროფ. თენგიზ გუმბერიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედება აკაკი წერეთლის კრიტიკულ ნააზრევში.

ფილოლოგიის აკად. დოქტორი მანანა ჭიჭინაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – გედის სიმბოლიკა აკაკი წერეთლის პოეზიაში.

დოქტორანტი სოფიკო ჭუმბურიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ქალთა ემანსიპაციის საკითხი აკაკი წერეთლის პუბლიცისტიკაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები