ჯანმო-ში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული ციფრი გამოავლინეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 21 ივნისს კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა – მსოფლიოს მასშტაბით 183 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ანგარიშიდან ირკვევა.

​ახალი ინფიცირების ყველაზე დიდი რიცხვი ფიქსირდება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. ქვეყნებს შორის ლიდერობენ ბრაზილია – 55 ათასი; აშშ – 37 ათასი და ინდოეთი – 15 ათასამდე პირი.

მანამდე სერვისმა, Worldometers-მა მონაცემი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი – 22 ივნისის მდგომარეობით – 9 მილიონს აჭარბებს, თუმცა ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის სტატისტიკის თანახმად, ეს რიცხვი 8 953 598 შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები