პეკინში, ჩიფსების მწარმოებელ ქარხანაში კორონავირუსის აფეთქებაა – უცნობია, არის თუ შეჭრილი ინფექცია პროდუქტებში

პეკინში ჩიფსების ქარხანა PepsiCo მას შემდეგ დახურეს, რაც 8 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

Global Times-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევები ჯერ კიდევ 15 ივნისს გამოვლინდა და ხელმძღვანლობამ წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

აღინიშნება, რომ იმავე დღეს კომპანიის 480-მდე თანამშრომელი კარანტინში გადაიყვანეს. მათ ტესტი ჩაუტარდათ, თუმცა არცერთი მათგანი დადებითი არ ყოფილა.

კომპანიაში არ აზუსტებენ, შეიძლება თუ არა ინფექცია, პროდუქტებშიც შეჭრილიყო.

11 ივნისს პეკინში კორონავირუსის გავრცელების ახალი აფეთქება დაფიქსირდა.

ბოლო ერთ დღეში პეკინში 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 ივნისიდან კი დაავადებულთა საერთო რიცხვი უკვე 227-მდეა გაზრდილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები