რუსთაველის გამზირზე 20 ივნისთან დაკავშირებული აქცია სახელწოდებით – “ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ” მიმდინარეობს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20 ივნისთან დაკავშირებული აქცია სახელწოდებით – „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „გაბედეს“ ორგანიზებით იმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე იქნება გამოსვლები და რამდენიმე მუსიკალური პერფორმანსი.
რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებს შორის დისტანციის დაცვის უზრუნველსაყოფად, სტიკერები დააკრეს, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია გამოსახული და სახეზე ნაბიჯები ახატია.
აქციასთან დაკავშირებით, ​რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები