რუსეთის დუმის დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა
რუსეთის დუმის დეპუტატს, დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ზატულინს კორონავირუსი დაუდგინდა.
ამჟამად ის ჰოსპიტალიზირებულია.
ამის შესახებ Facebook-ის გვერდზე პოლიტოლოგმა სერგეი მარკოვმა დაწერა.
“კონსტანტინ ზატულინი კორონავირუსით დაინფიცირდა და ჰოსპიტალიზირებული. გულწრფელი ადამიანია. ყოველთვის ამბობს, რაც უნდა, თუნდაც ბევრს არ მოსწონდეს. ჯანმრთელობა ვუსურვოთ”, – წერს მარკოვი.