ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსში “მაიდანის” არიდება მოხერხდა

“ბელარუსის მთავრობამ რესპუბლიკის დესტაბილიზაციის “მასშტაბური გეგმის ჩაშლა” შეძლო, მათ შორის, გამოვლენილია ის “მეთოჯინეები” რომლებიც ბელარუსის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან”, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

“ბოლო დღეა, ვითარებას ვაკვირდები და ვხედავ, რომ გარკვეული ძალებია გააქტიურებული, რომლებიც ქვეყანაში ვითარების არევას ცდილობენ. ადრეც ვაკვირდებოდით ამას, მაგრამ მაინც შევძელით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და ბელარუსის დესტაბილიზაციის გეგმის შაჩშლა – ეს ხუმრობა და დაშინება არ არის – უნდოდათ, ქვეყანა გარკვეულ “მაიდნამდე” მიეყვანათ”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ასეთი იყო მიზანი, “მაგრამ ნიღბები ჩამოვგლიჯეთ არა მხოლოდ მარიონეტებს, რომლებიც გვყავდა, არამედ – მათ მანიპულატორებს, რომლებიც ბელარუსის ფარგლებს გარეთ არიან”, – თქვა ქვეყნის პირველმა პირმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები