ევროპის სახალხო პარტია: სომხეთში დემოკრატია რეგრესს განიცდის
“სომხეთში დემოკრატია რეგრესს განიცდის”, – ნათქვამია ევროპის სახალხო პარტიის განცხადებაში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერების ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდა.
აღინიშნება, რომ პარტია რჩება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ერთგული, რომელმაც “აღმოსავლელი მეზობლები ევროპის სტანდარტებს მიუახლოვა და გახდა ცვლილებების რეალურ ძალა დემოკრატიისა და რეფორმების ჭრილში. დღის წესრიგში კვლავ რჩება რუსეთის საფრთხესთან დაკავშირებით რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება”.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული ვითარების კონტექტსში ნათქვამია, რომ ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობის გაგრძელებას ისევ მიესალმება ყოვლისმომცვლელი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში.
თუმცა, ასევე, ნათქვამია, რომ “სომხეთში დემოკრატია რეგრესს განიცდის. მოვუწოდებთ სომხეთის მთავრობას, ოპოზიციაზე ზეწოლისგან თავი შეიკავოს”.