გაბუნიას ლიკვიდაციის შესაძლო გეგმაზე სააკაშვილ-ადეიშვილის საუბარი გავრცელდა (ვიდეო)

უკრაინულ მედიაში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც სააკაშვილისა და ადეიშვილის მიერ განიხილება გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის მომზადების საქმე.

კერძოდ, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულია განცხადება იმის შესახებ, რომ ის აღნიშნულის შესახებ რამდენიმე კვირით ადრე ფლობდა ინფორმაციას, თუმცა შესაბამისი უწყებებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

სააკაშვილი: გვარამიას ცოტა აკლია, ავადმყოფია, ყველა ჩაიყოლა თავიდან ბოლომდე.

ადეიშვილი: არა, იქ სხვა რაღაც იყო. ნამდვილად ვეხმარებოდით მას, მერე ნიკამ თავი ვერ შეიკავა და ეს ყველაფერი წამოაყრანტალა – ისე გამოიტანა, რომ არ შეუთანხმებია – “მოვუწოდებ უკრაინას”. ამასთან, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა. რაში სჭირდებოდა, საერთოდ? არ იყო საჭირო უკრაინის ხსენება, გარკვეულწილად, დაგვეხმარნენ ისინი. ვერ ვიგებ, რა საჭირო იყო უკრაინის ჩატენვა ქართულ სკანდალში. მეც არ დამიჯერა, ახლა კი მათ აქვთ სათქმელი, რომ, აი, თითქოს ნიკამ ყველაფერი იცოდა. უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა.

სააკაშვილი: გვარამიას ჰქონდა ნანახი მასალები? რატომ თქვა ეს?

ადეიშვილი: როგორც ჩანს, იჩქარა, ნერვებმა უმტყუნა. ახლა ისინი მიაწვებიან. არაფრისგან გააკეთა ისეთი რამ, როდესაც შეიძლებოდა რაღაცის გაკეთება.. “ფორმულამ” პირველმა გაავრცელა ეს ინფორმაცია და შურისგან გაგიჟდა. აქ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთან, ამ უცხოელებთან ურთიერთობა, მათი აგენტურის გაშიფვრა და სხვა.. ეს თემა ჩვენთან, უკრაინაში ხომ საქართველოდან მოვიდა. როდესაც ადამიანს ეუბნები, ვინც უნდა იყოს ის, რომ, აი, ამ ადამიანებს უნდა მისი მოკვლა, მტერიც რომ იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში იქნება პარალიზებული.

​სააკაშვილი: გაბუნია რაღაც არასტაბილური ტიპაჟია, მშიშარაც არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები