„აფხაზეთში დიდი ამბავია ჩემი გადაცემის გამო“ (ვიდეო)

ხელოვნების სასახლის “ფეისბუქგვერდი” გიორგი კალანდიას სტატუსს აქვეყნებს – „ჩემ მიერ ლონდონიდან ჩამოტანილმა რუკებმა და „იმედის“ დილის ეთერში გაშვებულმა რეპორტაჟმა „აფსუა კოლეგები” ფრიად გააღიზიანა“, – წერს იგი.
გადაცემაში გიორგი კალანდიამ  პუტინს უპასუხა  და ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან ჩამოტანილი რუკების უნიკალური კოლექციის მიხედვით ისაუბრა, რომ   აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა.
„მოკლედ, აფხაზეთში დიდი ამბავია ჩემი გადაცემის გამო, ჩემ მიერ ლონდონიდან ჩამოტანილმა რუკებმა და „იმედის“ დილის ეთერში გაშვებულმა რეპორტაჟმა „აფსუა კოლეგები” ფრიად გააღიზიანა, არის სოციალურ ქსელში ამის გამო დიდი გნიასი და ლანძღვა-გინება, მოკლედ ვიტყვი:  სეპარატისტული რეჟიმის მოსაწონს ვერც გადაცემას გავაკეთებ და ვერც – ისტორიას მოვყვები უბრალო მიზეზის გამო: რეალობა სწორედ ისეთია, როგორიც აფხაზ სეპარატისტებს არ მოეწონებათ“, – წერს გიორგი კალანდია.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები