„ქართული კოლექციები უცხოეთში“ – ნინო უორდროპის სამკაული
„საყდრისის კომიტეტი“ იწყებს ახალ პროექტს – „ქართული კოლექციები უცხოეთში“.მათივე ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს ფართო საზოგადოებისთვის ქართული საგანძურის იმ ნაწილის წარდგენას, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო მსოფლიოს მუზეუმებშია დაცული.
ყელსაბამი ჯვრით
XVII საუკუნის ეს გამორჩეული სამკაული, მადლიერმა ქართველებმა, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულ ბრიტანელ დიპლომატს, ოლივერ უორდროპს ქვეყანაში ბოლო ვიზიტის დროს გადასცეს ქალიშვილ ნინოსთვის.
გამოყენებულია ოქრო, ემალი, მარგალიტი, ლალის კაბიშონი, ბრილიანტი, მინა. ყელსაბამის სიგრძე 38 სმ.-ია, თავად ჯვარის – 6.5 სმ.
ნინო უორდროპის სამკაული 1983 წლიდან ბრიტანეთის მუზეუმშია გამოფენილი.