რუსეთის დუმის სპიკერი: პუტინის შემდეგ კვლავ პუტინი იქნება
რუსეთის დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში ვლადიმირ პუტინის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ რუსეთის მომავალზე ისაუბრა.
“თუ ძლიერ რუსეთზე ვსაუბრობთ, მაშინ პუტინის შემდეგ პუტინი იქნება. ყველაფერი ის, რაც პრეზიდენტ პუტინის შემდეგ მოხდება, იმ ნიადაგზე მოხდება, რომელიც მან მოამზადა”, – თქვა ვოლოდინმა.
ვოლოდინი დარწმუნებულია, რომ რუსეთის მომდევნო ლიდერი გააგრძელებს იმ საქმეს, რომელიც პუტინმა შექმნა, მის მიერ დადებული ნიადაგის შესაბამისად.
მისი თქმით, რუსეთი მხოლოდ ძლიერი იქნება, რაც ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა გააკეთა.
“ეს ნიშნავს იმას, რომ პუტინის შემდეგ პუტინი იქნება, ყველაფერი იმის გამგრძელებელი რაც მის მიერ არის შექმნილი”, – განმარტა ვოლოდინმა.