თამარ ალადაშვილმა ეუთო-ს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გარემოსდაცვით გამოწვევებზე რეაგირებისთვის ინოვაციისა და გამჭვირვალობის როლის შესახებ ისაუბრა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა ეუთო-ს რიგით 28-ე ეკონომიკურ და გარემოსდაცვით ფორუმის მეორე მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც “კვირას” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში, ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა პრეზენტაცია წარადგინა და საქართველოში გარემოსდაცვითი მმართველობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის გარემოსდაცვით გამოწვევებსა რეაგირებისთვის ინოვაციისა და გამჭვირვალობის როლის შესახებ ისაუბრა.
ასევე, მან ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე მარტივად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით გარემოზე ზემოქმედების შეფასების, ტყის ინფორმაციისა და მონიტორინგის, ნარჩენების მართვისა და ჰაერის ხარისხის ელექტრონული სისტემების მნიშვნელობის შესახებ.
თამარ ალადაშვილმა ვრცლად ისაუბრა როგორც გარემოსდაცვით დემოკრატიაზე ადამიანის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, ასევე, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მწვანე მიმართულების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებებსა და ინიციატივებზე.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ეუთო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და ექსპერტები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ეუთო-ს რიგით 28-ე ეკონომიკურ და გარემოსდაცვითი ფორუმის მეორე მოსამზადებელი შეხვედრის ჩატარება დაგეგმილი იყო ალბანეთის ქალაქ ტირანაში. ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული მსოფლიო პანდემიის გამო, ფორუმი ონლაინრეჟიმში ჩატარდა.