“20 ივნისიდან რამდენი წელიც უნდა გავიდეს, ჩემთვის მთავარია, რომ ეს იყო ქმედება, რომლითაც შსს-მ, სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა აარიდა”
„ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ორჯერ ნამდვილად ვარ ნამყოფი დაკითხვაზე. სამწუხაროდ, უკვე 8 თვე გავიდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ ვარ და რაღაცები მეხსიერებაში, ხომ იცით, იშლება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
პრემიერის თქმით, მისთვის მთავარია, რომ 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა აარიდა.
„ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ორჯერ ნამდვილად ვარ ნამყოფი დაკითხვაზე. სამწუხაროდ, უკვე 8 თვე გავიდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ ვარ და რაღაცები მეხსიერებაში, ხომ იცით, იშლება. 20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება, ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით, ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. ეს ჩემთვის არის მეორე ხარისხოვანი. არ არის ჩემთვის მთავარი, ჩემთვის მთავარი არის ის, რომ 20 ივნისს ერთი წელი გავა, ორი წელი გავა, თუ ბევრი წელი გავა ამის შემდგომ, ეს იყო ქმედება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდეს დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა.
ეს იყო პარლამენტზე შტურმი, სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მისმა თითოეულმა თანამშრომელმა, მთლიანად სამართალდამცავმა სისტემამ არ დაუშვა. ეს იყო მათი მოვალეობა, რაც მათ უნდა გაეკეთებინათ და მათ ეს გააკეთეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.