იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების აფეთქებაა
იტალიაში კოროანვირუსის ახალი შემთხვევების მატებაა. ერთ დღეში 329 შემთხვევა გამოვლინდა, წინა დღით 210 იყო გამოვლენილი.
ამის შესახებ ANSA წერს.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსს 43 ადამიანი ემსხვერპლა, წინა დღით კი 34 ლეტალური შემთხვევა გამოვლინდა.
იტალიაში პანდემიის დაწყებიდან ვირუსის 237 828 შემთხვევა დაფიქსირდა, 34 448 ადამიანი გარდაიცვალა, 179 455 გამოჯანმრთელდა.
15 ივნისს იტალიაში კარანტინის შესუსტების ბოლო ეტაპი ამოქმედდა.