ფაშინიანი: ჩვენი მოქალაქეები გარშემომყოფებისა და საკუთარ ჯანმრთელობას დაუდევრად ეპყრობიან

სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 665 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

“ადამიანები ისევ უცხადებენ ბოიკოტს პირბადის ტარებას. რას ვაკეთებთ არასწორად, რომ ჩვენი მოქალაქეები გარშემომყოფებისა და საკუთარ ჯანმრთელობას დაუდევრად ეპყრობიან”, – ამბობს ფაშინიანი.

სომხეთის პრემიერმა ასევე კითხვა დასვა, საჭიროა თუ არა მთავრობა, რომელიც მოქალაქეებთან დიალოგის გზით არის ფორმირებული, ძალის ენაზე გადავიდეს, რათა მოქალაქეები ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები