ნურსულთან ნაზარბაევს კორონავირუსი დაუდასტურდა

ყაზახეთის პირველ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს კორონავირუსი აქვს.

ამის შესახებ ნაზარბაევის პრესმდივანმა, აიდოს უკიბაიმ Twitter-ის გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ამჟამად თვითიზოლაციაშია.

​”შეშფოთების საბაბი არ არსებობს. ნურსულთან ნაზარბაევი მუშაობას დისტანციურად აგრძელებს”, – დაწერა უკიბამ.

18 ივნისის მდგომარეობით, ყაზახეთში კორონავირუსის 15 877 შემთხვევაა, 97 გარდაცვლილი და 9 920 განკურნებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები